ფეხბურთი

12:26 | 17.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

როისს “მანჩესტერში” სურს, ინგლისელები საქმეში კაგავას ჩართავენ

ინგლისის “მანჩესტერ იუნაიტედი” დორტმუნდის “ბორუსიას” ნახევარმცველ მარკო როისის შეძენის იმედს არ კარგავს და როგორც ჩანს, მიზნის მისაღწევად არცთუ ცუდი შანსები აქვს.

24 წლის ფეხბურთელის ყოფილმა თანაგუნდელმა, ამჟამად კი, მიუნხენის “ბაიერნის” ფეხბურთელმა მარიო გიოტცემ განაცხადა, რომ როისს ყოველთვის სურდა კარიერის ინგლისურ გრანდში გაგრძელება.

“მარკოს “მანჩესტერში” გადასვლა ჯერ კიდევ მაშინ უნდოდა, როდესაც მე “დორტმუნდის” ფეხბურთელი ვიყავი. ვფიქრობ, მას შემდეგ მისი გეგმები არ შეცვლილა” - განუცხადა გიოტცემ Manchester Evening News-ს.

“წითელმა ეშმაკებმა” ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე დაიწყეს აქტიური მოქმედება. ისინი მზად არიან გერმანელებს ოფიციალური წინადადებით მიმართონ და გარიგებაში იაპონელი შემტევი შინძი კაგავა ჩართონ, რომელიც ადრე სწორედ “დორტმუნდში” თამაშობდა და მანჩესტერელებს 2012 წელს შეუერთდა.

“მანჩესტერის” მთავარი კონკურენტი კატალონიური “ბარსელონაა”, რომელმაც უკვე გამოთქვა მზადყოფნა იმ 35 მილიონი ევროს გადახდისა, რომელიც როისის კონტრაქტის გამოსასყიდადაა საჭირო.

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094913