გერმანიის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე შეიძლება მარკო როისის გარეშე გაემგზავროს. დორტმუნდის “ბორუსიას” 25 წლის ნახევარმცველმა გუშინ, სომხეთის წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში (6:1) ტრავმა მიიღო და თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო.
შეხვედრის 44-ე წუთზე, მეტოქესთან ბრძოლისას როისს მარცხენა ფეხი გადაუბრუნდა და მინდვრიდან სასწრაფოდ გაიყვანეს. არენის დასატოვებლად კი ფეხბურთელს ნაკრების სამედიცინო შტაბის წევრთა დახმარება დასჭირდა.
შეძლებს თუ ვერა მარკო როისი მუნდიალზე თამაშს, დღეს გაირკვევა.
შეგახსენებთ, გერმანიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე G ჯგუფში ითამაშებს, პორტუგალიასთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და განასთან ერთად. ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრას კი 16 ივნისს გამართავს, პორტუგალიასთან.