ფეხბურთი

19:01 | 8.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

როისის ამაღელვებელი წერილი

გერმანიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელ მარკო როისს სომხეთის წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ მატჩში ფეხი გადაუბრუნდა და მუნდიალს გამოტოვებს. იოახიმ ლიოვმა ეროვნულ ნაკრებში მის მაგივრად შკოდრან მუსტაფი გამოიძახა.

მარკო როისმა instagram-ის ოფიციალურ გვერდზე თავისი ფოტო დადო და მინაწერიც გაუკეთა.

"კიდევ 4 წელიწადი მომიწევს მოცდა, ამ ფაქტმა გული ძალიან დამწყვიტა, მაგრამ ასეთია ცხოვრება და ფეხბურთი. საუკეთესოს ვუსურვებ ჩემ თანაგუნდელებს, მათი უდიდესი მხარდამჭერი ვიქნები მუნდიალზე. გულშემატკივრებს დიდი მადლობა."

 

გიორგი ბალახაძე

0.137134