ფეხბურთი

18:12 | 8.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

როისის აგენტი “ბაიერნს” უარყოფს

“დორტმუნდის” შემტევის, მარკო როისის აგენტი უარყოფს, რომ მის კლიენტს მიუნხენის “ბაიერნთან” რაიმე კონტაქტი ჰქონდა.

როისს “დორტმუნდთან” კონტრაქტი 2017 წლამდე აკავშირებს და როგორც ცნობილია, ფეხბურთელი ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ აპირებს. ივარაუდება, რომ 25 წლის ფეხბურთელი კლუბს მომდევნო ზაფხულში დატოვებს. მის სახელს “ბაიერნს” უკავშირებენ. ამის მიზეზი ისაა, რომ მიუნხენელთა ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ, ცოტა ხნის წინათ, როისის ფასზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ ფეხბურთელის საკუთარ რიგებში ხილვას ნებისმიერი გუნდი ისურვებდა.

“მიუნხენის “ბაიერნთან” არანაირი კონტაქტი არ გვქონია.” – ამ განცხადებას როისის აგენტი დირკ ჰებელი აკეთებს.

გარდა ამისა, ცნობილია, რომ “დორტმუნდი” როისის შენარჩუნებისთვის ბრძოლას განაგრძობს.

0.112316