ფეხბურთი

12:08 | 27.07.2014 | ნანახია NaN - ჯერ

როისი სექტემბერში დაბრუნდება

“დორტმუნდის” ტრავმირებული ნახევარმცველი მარკო როისი მოედანს სექტემბრიდან დაუბრუნდება. ამის შესახებ გერმანული გამოცემა “ბილდი” იუწყება.

“უკვე ნორმალურად ვმოძრაობ, დავრბივარ და ვვარჯიშობ. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აღდგენითი პროცესი სწრაფად მიმდინარეობს და იმედია, მალე ვითამაშებ”, - განაცხადა გერმანიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა.

შეგახსენებთ, რომ როისმა ტრავმა მსოფლიოს ჩემპიონატის წინ მიიღო, ოპერაცია გაიკეთა და ბრაზილიურ მუნდიალს გამოაკლდა.

 


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:46 | 01.03.2021
mindiainterista (25)

სამი ტურის წინ ლივერპულთან რო შეაგდო ის არ ეთვლება?

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.068281
სარეკლამო ადგილი - 99
X x X