ფეხბურთი

11:34 | 23.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

როი კინი: „მოიესი მეტ ნდობას იმსახურებდა“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა კაპიტანმა როი კინმა ბრიტანულ გამოცემებს უთხრა, რომ აჯობებდა, კლუბის ხელმძღვანელობას მთავარ მწვრთნელ დევიდ მოიესისთვის მეტი დრო მიეცა თავისი შესაძლებლობების გამოსავლენად. ფეხბურთელის აზრით, ამ არასწორი გადაწყვეტილების გამო პასუხისმგებლობა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელებსაც ეკისრებათ.

„მოიესის ხელში „მანჩესტერ იუნაიტედს“ საკმაოდ მძიმე სეზონი ჰქონდა, მაგრამ კლუბისგან გაცილებით მეტ ნდობას იმსახურებდა. სამწუხაროდ ისე გამოვიდა, რომ თავისი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება არ მიეცა. ამაში ბრალი ფეხბურთელებსაც მიუძღვით. მე რომ მათ შორის ვიყო, ძალიან შემრცხვებოდა“ - ციტირებს როი კინის სიტყვებს goal.com. 

0.118912