ამერიკელი მოკრივე როი ჯონსი უმცროსი, გულშემატკივრებს დაჰპირდა, რომ რუსი მეტოქის, დენის ლებედევის წინააღმდეგ ჩხუბისას ხელები დაბლა ექნება დაშვებული. ბრძოლა ოცდაერთ მაისს, მოსკოვში, “დინამოს” დარბაზში შედგება.
ჯონსი მოსკოვის რუსეთის დედაქალაქში დღეს დილით ჩაფრინდა და პირველი კომენტარებიც დაარიგა. მისმა გუნდმა კი ოცდაერთ მაისამდე საათებში გაწერილი მოსამზადებელი გეგმა გამოაქვეყნა. 42 წლის მოკრივე, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონის ქამარს ოთხ წონით კატეგორიაში ფლობდა, თავის დროზე, პლანეტის ერთ-ერთ უძლიერეს მოკრივედ მიიჩნეოდა, მაგრამ ბოლო წლებში ჩატარებული ხუთი შეხვედრიდან მხოლოდ ორის მოგება შეძლო.
“ჩემს კლასიკურ ტაქტიკას არც ამჯერად ვუღალატებ. ხელებდაშვებული ვიჩხუბებ და მოწინააღმდეგის პროვოცირებას მოვახდენ. ასე ადრიანად რატომ გადავწყვიტე ჩამოსვლა? მზადების დასკვნითი ეტაპის გასავლელად. ჩემი მწვრთნელი მოსკოვში ხვალ ჩამოფრინდება და მისი ზედამხედველობით, დღეში ორჯერ ვივარჯიშებ. ყველას დავანახებ, რომ ძველებურად შემიძლია ლამაზი გამარჯვების მოპოვება.” – უთხრა ჯონსმა რუსულ სპორტულ გამოცემებს.







