სხვა

15:54 | 15.01.2011 | ნანახია [] - ჯერ

როგორც იქნა! ტოჩინოშინიმ გამარჯვების გემო გაიხსენა

ქართველმა სუმოისტმა, ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინიმ, რომელიც ტოკიოს ბაშოზე აღმოსავლეთის მე-2 მაეგაშირას წოდებით ასპარეზობს, პირველი გამარჯვება იზეიმა. 23 წლის ქართველმა სეკიტორმა, მე-4 მაეგაშირა ჰომაშოს წინააღმდეგ ჰიდარი-უვატე განახორციელა და მეტოქის მავაშის ხელში მოგდების შემდეგ, იორიკირი დააფიქსირა.
ტოჩინოშინის 7 შერკინებაში ერთადერთი გამარჯვება მოეძევება და დადებითი ბალანსის დაფიქსირება ძალიან გაუჭირდება. ამისთვის, ლევანს დარჩენილი 8 შეხვედრიდან 7-ში გამარჯვება სჭირდება. ქართველი სუმოისტის მორიგი მოწინააღმდეგე, პირველი მაეგაშირა ამინიშიკი იქნება.
მე-2 გამარჯვება მიითვალა ქართული სუმოს პიონერმა, ლევან ცაგურიამ, რომელიც კოკაის შიკონათია ცნობილი. 29 წლის ”შავმა ზღვამ”, რომელიც აღმოსავლეთის მე-15 მაეგაშირას წოდებამდე დაქვეითდა და მაკუუჩიდან ძურიოში დაქვეითების პირასაა, მე-11 მაეგაშირა შიმიტორის იორიკირით აჯობა. ცაგურიას შემდეგი მეტოქე, მე-10 მაეგაშირა ჰაკუბაა.
ქართული ტრიოდან ერთადერთი, რომელმაც შაბათ დილით წაიფორხილა, მაკუუჩის ყველაზე  მძიმე (198 კგ.) სეკიტორი, გაგამარუა. თეიმურაზ ჯუღელმა მე-4 მაეგაშირა ტოკუსეგავა დოჰიოს კიდესთან კი მიიმწყვდია, თუმცა, 27 წლის მონღოლმა 23 წლის ქართველის მავაშის დაჭერა შეძლო და საპასუხოდ უვატენაგე განახორციელა. ხვალ, გაგამარუ ძალებს მე-9 მაეგაშირა ტაკამისაკარისთან მოსინჯავს.
ჰაცუ ბაშოს, რომელიც ტრადიციულად, 15 დღეს მიმდინარეობს და 23 იანვარს დასრულდება, კვლავინდებურად ორი ლიდერი ჰყავს – იოკოძუნა ჰაკუჰო და მე-16 მაეგაშირა ტოჩინონადა, რომელიც ათი წლის წინ, სეკივაკეს ტიტულს ატარებდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092066