ბრესტის “დინამოს” თავდამსხმელმა უჩა გოგოლაძემ ბელარუსსა და საქართველოში მშობლიური ენის გამოყენება ერთმანეთს შეადარა.
“რა თქმა უნდა, გამიგია, რომ ბელარუსში ორ ენაზე საუბრობენ და რუსული სჭარბობს. ალბათ, ასეთივე სიტუაციაა უკრაინაში. საქართველოში მსგავსი რამ წარმოუდგენელია. რადგა ჩვენთვის მშობლიური ენა ძალიან ბევრს ნიშნავს. ბელარუსულად მხოლოდ ერთი სიტყვა ვიცი “დზიაკუი”. ჯერ კიდევ წლის დასაწყისში ჩვენმა ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ სათამაშო ფორმებზე გვარები ბელარუსულად დაეწერათ. მე გოგოლაძე ვიყავი და გაგალაძე გავხდი” – იუწყება გოგოლაძის სიტყვებს ინტერნეტგამოცემა goals.by.
23 წლის გოგოლაძე ბრესტულ საფეხბურთო კლუბში 2010 წლიდან გამოდის.