ფეხბურთი

18:57 | 9.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

როჯერსს 6 ახალწვეული სურს

“ლივერპულის” ხელმძღვანელობა მთავარ მწვრთნელ ბრენდან როჯერსს ნდობას უცხადებს და ზაფხულის სატრანსფერო სეზონისთვის, ახალი ფეხბურთელების შესაძენად საკმარის თანხას გამოუყოფს. Daily Mail-ის ცნობით, მომდევნო სეზონის დაწყებამდე, მერსისაიდელები 6 ახალი ფეხბურთელით გაძლიერდებიან.

“ლივერპულის” მფლობელი ჯონ ჰენრი როჯერსის მუშაობით კმაყოფილია და სეზონის დასრულებამდე, მასთან ახალი – 3-წლიანი კონტრაქტის გაფორმებას გეგმავს. თუკი “წითლები” უეფას ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებენ, “ლივერპულის” ხელმძღვანელობა როჯერსს ტრანსფერებისთვის 60 მილიონ გირვანქა სტერლინგს გამოუყოფს.

როჯერსს სურს, რომ მომდევნო სეზონისთვის, “ლივერპულმა” ორი ცენტრალური მცველი, ერთი მარცხენაფლანგელი, შემტევი ნახევარმცველი და ორი თავდამსხმელი შეიძინოს.

 

0.116089