“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა კლუბთან ახალი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა. ამის შესახებ ბრიტანული პრესა იუწყება.
41 წლის ჩრდილოირლანდიელი სპეციალისტი, რომელმაც გარკვეული პაუზის შემდეგ, “ლივერპულს” ჩემპიონთა ლიგის საგზური მოაპოვებინა, ახალი ხელშეკრულების მიხედვით, მერსისაიდელთა სათავეში 2018 წლამდე დარჩება. ოფიციალურად გარიგების შესახებ მხარეები ინგლისის პრემიერლიგაში სეზონის დასრულების შემდეგ განაცხადებენ.
როჯერსი “ლივერპულის” თავკაცად 2012 წელს დაინიშნა და მაშინ, კონტრაქტი 2016 წლამდე გააფორმა. მან კენი დალგლიში შეცვალა.