ინგლისის “ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი ბრენდან როჯერსი გუნდის ურუგვაელ ფორვარდ ლუის სუარესის საკითხთან დაკავშირებით პაუზას იღებს.
26 წლის ფეხბურთელს გუნდის გამოცვლა უნდა და საგაზეთო ინტრევიუებში არაერთხელ განაცხადა, რომ მერსისაიდელთა რიგების დატოვებას გეგმავს. ყველა ელოდა, რომ ამ გამონათქვამს კლუბის მხრიდან რეაქცია მოყვებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა.
“სუარესს იქამდე არ განვსჯი, სანამ მისი დისკვალიფიკაციის ვადა არ ამოიწურება. ახლა მხოლოდ იმ ფეხბურთელებზე ვართ კონცენტრირებულნი, რომლებიც უახლოეს შეხვედრებში მოედანზე გავლენ”, – განუცხადა BBC-ის როჯერსმა.