„ლივერპულის“ დამრიგებელი ბრენდან როჯერსი ინგლისის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს. გამოკითხვაში მონაწილეობა ინგლისის ლიგის მენეჯერთა ასოციაციის წევრებმა მიიღეს და მათმა უმრავლესობამ არჩევანი მერსისაიდული კლუბის მთავარ მწვრთნელზე შეაჩერა.
Sky Sports-მა ბრენდან როჯერსის კომენტარიც გამოაქვეყნა. სპეციალისტმა განაცხადა, რომ ამ აღიარებამ ძალიან გაახარა, მაგრამ იქვე დასძინა, რომ ურჩევნოდა ინგლისის ჩემპიონი „ლივერპული“ გამხდარიყო და თავად აღიარების გარეშე დარჩენილიყო.