ფეხბურთი

12:10 | 25.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

როჯერსი: “40 მილიონი სუარესში? ძალიან ცოტაა!”

“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ კლუბის თავდამსხმელ ლუის სუარესის მსურველი ლონდონის “არსენალის” მიერ შეთავაზებული სატრანსფერო თანხა ფეხბურთელის რეალურ ფასზე გაცილებით ნაკლებია.

“ორი კვირის წინ ლონდონელებმა 35 მილიონი ევრო შემოგვთავაზეს. ახლა ისინი მზად არიან, 40 მილიონი პლუს ერთი დოლარი გადაიხადონ. ჩემი აზრით, ეს თანხა მიახლოებულიც კი არაა რეალურ ფასთან. სინამდვილეში ლუის სუარესი ორჯერ ძვირი ღირს. მან შეიძლება “ლივერპული” დატოვოს, ოღონდ საამისოდ მსურველმა კლუბმა ფეხბურთელის რეალური საფასური სრულად უნდა გადაიხადოს”, – განაცხადა როჯერსმა.


0.123814