ჩოგბურთი

21:31 | 31.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

როჯერის რევანშის შანსი

 როჯერ ფედერერმა პარიზის “მასტერზ1000”-ის მესამე ტურში 30 წლის გერმანელ ფილიპ კოლშრაიბერს 6:3, 6:4 მოუგო და მეოთხედფინალში არგენტინელ ხუან მარტინ დელ პოტროს შეხვდება. “დელპომ” ბოლო 3 დაპირისპირება მოუგო ფედერერს, მათ შორის როჯერი ბაზელის ტურნირის ფინალშიც დაამარცხა.

კოლშრაიბერთან პაექრობას რაც შეეხება, 32 წლის ფედერერმა მეტოქეს საათსა და 3 წუთში “მოუმთავრა საქმე”. როჯერმა 2 ბრეიკი და 8 ეისი შეასრულა, ფილიპთან ურთიერთშეხვედრათა ანგარიში კი 8:0 გახადა.

მეოთხედფინალში გავიდა სადღეისოდ რეიტინგსიის მეორე ნომერი ნოვაკ ჯოკოვიჩი. სერბმა საათსა და 50 წუთში ამერიკელ ჯონ იზნერს 6:7 (5:7), 6:1, 6:2 მოუგო და ნახევარფინალში გასასვლელად შვეიცარიელ სტანისლას ვავრინკას დაუპირისპირდება.

0.113149