ჩოგბურთი

20:50 | 14.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

როჯერის მეცხრე ფინალი

სადღეისოდ მსოფლიო რეიტინგსიის მეოთხე ნომერი როჯერ ფედერერი აღმოსავლეთგერმანული ქალაქის ჰალეს საჩოგბურთო ტურნირის ფინალში მეცხრედ გავიდა. შარშანდელი შეჯიბრების 32 წლის ტრიუმფატორმა წლევანდელი ასპარეზობის ნახევარფინალში იაპონელ კეი ნიშიკორის 6:3, 7:6 სძლია. ფედერერისა და ნიშიკორის ურთიერთშეხვედრათა ანგარიში 2:2 გახდა.

დღევანდელი ნახევარფინალი საათსა და 13 წუთს გაგრძელდა. როჯერის ანგარიშზე 2 ბრეიკი და 10 ეისია. ფედერერი გადამწყვეტ მატჩში კოლუმბიელ ალეხანდრო ფალიას შეხვდება, რომელმაც მეორე ნახევარფინალში გერმანელ ფილიპ კოლშრაიბერს 5:7, 7:6, 6:4 მოუგო.

შეგახსენებთ, როჯერ ფედერერს ჰალეს საჩოგბურთო შეჯიბრება 6-ჯერ (2003, 2004, 2005, 2006, 2008, 2013) წლებში მოუგია, 2010 და 2012 წლებში კი ფინალში დამარცხდა.

0.120602