ჩოგბურთი

10:30 | 24.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

როჯერის ახდენილი ოცნება

 როჯერ ფედერერის მშობლიურ ქალაქ ბაზელში Swiss Indoors Basel-ის მორიგი გათამაშება მიმდინარეობს. 32 წლის როჯერმა მერვედფინალში უზბეკეთის სახელით მოთამაშე 4:6, 6:3, 6:2 მოუგო და მის მომდევნო მეტოქეს უკრაინელი ალეკსანდრ დოლგოპოლოვისა და ბულგარელი გრიგორ დიმიტროვის მატჩი გამოავლენს.

სადღეისოდ რეიტინგსიის მეექვსე ნომერმა შვეიცარიელმა 27 წლის აზიელის ძლევას თითქმის 2 საათი მოანდომა. ფედერერმა ისტომინს პირველი სეტი დაუთმო, მეორე-მესამე პარტიებში კი მოწინააღმდეგეს აშკარად აჯობა. როჯერის ანგარიშზე 3 ბრეიკი და 4 ეისია. ფედერერ-ისტომინის ურთიერთშეხვედრებს რაც შეეხება, შვეიცარიელი უზბეკს “მშრალად” ამარცხებს – 5:0.

“ბაზელში ჩემთვის ბრწყინვალე სათამაშო ატმოსფეროა. ბავშვობისას აქ და უიმბლდონზე გამოსვლაზე ვოცნებობდი. ჩემთვის ეს 2 ტურნირი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი. კარგია, ბავშვობის ოცნებას რომ აისრულებ”, - განაცხადა მეოთხედფინალში გასულმა როჯერმა.

აქვე შეგახსენებთ, რომ ბაზელის შარშანდელი ტურნირის ფინალში არგენტინელმა ხუან მარტინ დელ პოტრომ 3 სეტით მოახერხა ფედერერის ძლევა და შეჯიბრების ჩემპიონი გახდა.

0.175743