ჩოგბურთი

9:25 | 18.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

როჯერის 80-ე ტრიუმფი

როჯერ ფედერერმა ორწლიანი პაუზის შემდეგ “მასტერზ1000”-ის ტურნირის მოგება მოახერხა. აშშ-ის ოჰაიოს შტატის ცინცინატის Western & Southern Open-ის შეჯიბრების გადამწყვეტ მატჩში 33 წლის შვეიცარიელმა ერთი წლით უმცროს ესპანელ დავიდ ფერერს 6:3, 1:6, 6:2 სძლია და საჩოგბურთო კარიერის განმავლობაში 22-ე “მასტერზ1000”-ზე იმარჯვა.

ცინცინატის ფინალი საათსა და 42 წუთს გაგრძელდა. ფედერერის ანგარიშზე 3 ბრეიკი და 6 ეისია. როჯერმა დავიდთან ურთიერთშეხვედრების ანგარიში 16:0 გახადა, ოჰაიოში მოპოვებული წარმატების შედეგად კი ათას სარეიტინგო ქულასა და 638850 დოლარს მიიღებს. ამასთან ფედერერმა თავის საიუბილეო, 80-ე ტურნირზე იმარჯვა.

25 აგვისტოდან ამერიკის ღია პირველობა აიღებს სტარტს. ამ ტურნირს ფედერერი გამოეხმაურა და განაცხადა, მოუთმენლად ველი რაფა ნადალის გადაწყვეტილებას, მიიღებს თუ არა მონაწილეობას წლის ბოლო სადიდსლემო ტურნირზეო.

0.115501