არაბთა გაერთიანებული ემირატების დედაქალაქ დუბაიში სტარტი აიღო 500-ანი კატეგორიის მამაკაცთა ტურნირმა, რომლის საპრიზო ფონდიც 1785500 ამერიკული დოლარია.
გათამაშების პირველ წრეში შვეიცარიელი როჯერ ფედერერი მოულოდნელ წინააღმდეგობას გადააწყდა მსოფლიო რეიტინგის 128-ე ჩოგან მალეკ ჯაზირისგან. ტუნისელმა ჩოგბურთელმა პირველი სეტი ბრწყინვალედ ჩაატარა და 7:5 მოუგო სახელოვან მეტოქეს, თუმცა შემდეგ გამოფხიზლდა “მხიარული როჯერი” და მომდევნო ორ სეტში მეტოქეს მხოლოდ ორი გეიმი დაუთმო, საბოლოოდ 5:7, 6:0, 6:2 ფედერერის სასარგებლოდ.
შეხვედრა 1 საათსა და 32 წუთს გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში შვეიცარიელმა მეტოქის ჩაწოდებაზე 5 გეიმი მოიგო, საკუთარი კი მხოლოდ ერთხელ დათმო. როჯერის ანგარიშზე 10 ეისის წილ 3 ორმაგი შეცდომაც გახლდათ, ხოლო თავის მხრივ ჯაზირიმ თავი 2 ეისით გამოიჩინა.
გათამაშების მეორე წრეში მსოფლიო რეიტინგის მეორე ნომერი მარსელ გრანოლერსსა და ალბერტ მონტანიესს შორის გამარჯვებულს შეხვდება.