ჩოგბურთი

18:29 | 26.05.2013 | ნანახია 0 - ჯერ

როჯერ დამაჯერებელი

მსოფლიო რეიტინგის მე-3 ჩოგანმა როჯერ ფედერერმა დამაჯერებელი სტარტი აიღო საფრანგეთის ღია პირველობაზე. ტურნირის პირველ რაუნდში ლეგენდარულმა შვეიცარიელმა ყველანაირი პრობლემების გარეშე დაამარცხა 21 წლის ესპანელი პაბლო კარენო ბუსტა - 6:2, 6:2, 6:3 და მომდევნო ეტაპის საგზურიც მოიპოვა.

მატჩი 1 საათსა და 22 წუთს გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში "მხიარულმა როჯერმა" 7 ბრეიკპოინტიდან ყველა წარმატებით გამოიყენა, 10 ეისი ჩააწოდა, 33 ვინერსი შეასრულა და 19 უნებლიე შეცდომა დაუშვა, მისმა მეტოქემ კი 3 ბრეკპოინტიდან მხოლოდ 1 მათგანი გარდასახა მოგებულ გეიმად, 3 ორმაგი შეცდომა დაუშვა და 1 ეისიც ჩააწოდა.

დღევანდელი შეხვედრა ამ ჩოგბურთელთა ურთიერთდაპირისპირებათა ისტორიაში სადებიუტო გამოდგა და როჯერი დაწინაურდა - 1:0.

როლან გაროსის მეორე წრის შეხვედრას ფედერერი ზეგ გამართავს და მისი მეტოქე ინდოელ სომდევომ დევარმანსა და ესპანელ დანიელ დე ლა ნავას შორის გამარჯვებული იქნება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.066096