ფეხბურთი

14:33 | 6.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

რობინიოს აშშ-ში ელიან

 

შესაძლოა, “მილანის” ბრაზილიელმა ლეგიონერმა რობინიომ კარიერა აშშ-ში განაგრძობს. აპენინური მედიის ცნობით, 30 წლის თავდამსხმელს “ორლანდო” ეპატიჟება.

მოგეხსენებათ, “ორლანდომ” ბრაზილიელი ვარსკვლავი კაკა უკვე გადაიბირა და როგორც ჩანს, ამით დაკმაყოფილებას არ აპირებს. ჯერჯერობით, თავად რობინიოს პოზიცია, უცნობია.

აღსანიშნავია, რომ “ორლანდოს” გარდა, რობინიოს გადაბირება აშშ-ს კიდევ რამდენიმე კლუბს სურს.

თეგებირობინიო
0.114318