ლევერკუზენის “ბაიერისა” და ავსტრალიის ნაკრების 25 წლის თავდამსხმელი რობი კრუზი თავის ქვეყანაში 2013 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. მასზე არჩევანი ავსტრალიელმა ჟურნალისტებმა და ექსპერტებმა შეაჩერეს და ჯილდოს ხვალ გადასცემენ.
კრუზი “ბაიერში” ზაფხულში გადავიდა დიუსელდორფის “ფორტუნადან”, რომლის რიგებშიც შარშანდელ სეზონზე ერთ-ერთი გამორჩეული იყო. ავსტრალიის ნაკრებშიც ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშეა და მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის საგზურიც მოიპოვა.