ადრე უკვე ვწერდით, რომ ირლანდიელი ფეხბურთელის, რობი კინის მეუღლე, კლაუდია კინი სხვადახვა ტიპის სილამაზის კონკურსების ერთ-ერთი ორგანიზატორია და როგორც ჩვენში იტყვიან, ლამაზ ქალს ვერ გაუვლია კლაუდიას დაკვირვების გარეშე.
მიუხედავად იმისა, რომ კლაუდიას სამოდელო-საკონკურსო საქმეები უკანასკნელ პერიოდში ძალიან კარგად მისდიოდა, როგორც აღმოჩნდა, მრავალი განაწყენებული ადამიანიც გამოუჩნდა.
ცოტა ხნის წინათ, კლაუდია კინსა და მის კომპანიას ერთ-ერთმა მოდელმა სასამართლოში უჩივლა – აქაოდა, დაპირებული ანაზღაურება არ გადამიხადესო. არ ვიცით კინის ცოლი ამ ამბავში მართალია თუ არა, მაგრამ ეს ფაქტი მის იმიჯზე დადებითად რომ არ იმოქმედებს – ფაქტია.