ფეხბურთი

18:46 | 11.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

რობერტო მარტინესს დეულოფეუს შენარჩუნების იმედი აქვს

ინგლისური “ევერტონის” მთავარი მწვრთნელი რობერტო მარტინესი გუნდის ახალგაზრდა ესპანელი შემტევის, ჟერარ დეულოფეუს კიდევ ერთი წლით შენარჩუნების იმედს არ კარგავს.

დეულოფეუ “ევერტონში” “ბარსელონადანაა” განათხოვრებული. ცოტა ხნის წინათ, ახალგაზრდა კატალონიელმა იმედი გამოთქვა, რომ მომდევნო სეზონიდან ის მშობლიურ კლუბში ითამაშებს.

“ვფიქრობ, დეულოფეუს სიტყვები კონტექსტიდან იყო ამოვარდნილი. მას ინტერვიუ კატალონიის რადიომ ჩამოართვა და ჟურნალისტი ფეხბურთელს ეკითხებოდა, სურს თუ არა მას ერთ დღესაც “ბარსელონას” პირველ გუნდში თამაში. ფეხბურთელმა, რომელმაც კატალონიურ კლუბში 8 წელი გაატარა, უპასუხა, რომ მას ასეთი სურვილი აქვს.

ეს ინტერვიუ არ ნიშნავს, რომ დეულოფეუ ზაფხულში აუცილებლად დაგვტოვებს. მას არასდროს უთქვამს, რომ “ევერტონში” თამაშით სიამოვნებას ვერ ღებულობს.” – აცხადებს რობერტო მარტინესი.

ჟერარ დეულოფეუმ, პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში, 15 თამაში ჩაატარა, აქედან 3 სასტარტო შემადგენლობაში. მის ანგარიშზე 2 გოლი და 1 შედეგიანი გადაცემაა.

0.117908