ჩოგბურთი

19:39 | 22.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

რობერტა ვინჩიმ იტალიის ნაკრები ფედერაციის თასის ფინალში გაიყვანა

იტალიის ქალთა საჩოგბურთო ნაკრები ფედერაციის თასის მეორე ფინალისტი გახდა. მოქმედ ჩემპიონ ჩეხეთის ნაკრებთან დაპირისპირების, რიგით მეოთხე ერთეულთა შეხვედრაში, მსოფლიო რეიტინგის მე-12-ე ჩოგანმა რობერტა ვინჩიმ დრამატულ ბრძოლაში 26 წლის ლუსი საფაროვასთან სერიაში გადამწყვეტი გამარჯვება მოიპოვა 6:3, 6:7, 6:3.

შეხვედრა 2 საათსა და 33 წუთს გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში იტალიელის ანგარიშზე 8 ეისი და 3 ორმაგი შეცდომა გახლდათ, ლუსიმ კი თავისმხრივ 1 ეისის წილ ერთბაშად 4 ორმაგი დაუშვა. ამ ჩოგბურთელთა ურთიერთდაპირისპირებათა ისტორიაში ანგარიში 3:1 გახდა რობერტას სასარგებლოდ.

იტალიამ ჩეხეთი ნახევარფინალურ სტადიაზე 3:1 დაამარცხა და ფინალში რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, რომელთაც მანამდე სლოვაკეთის ნაკრები გამოთიშეს ასპარეზობას.

შეგახსენებთ, რომ ფედერაციის თასის ფინალს აპენინის ნახევარკუნძული უმასპინძლებს.

 

0.11787