“ბაიერნის” ჰოლანდიელი შემტევი არიენ რობენი მიიჩნევს, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალის პირველ მატჩში, “რეალის” წინააღმდეგ, მისმა გუნდმა კარგად ითამაშა და მიუნხენელებს მხოლოდ გოლის გატანა დააკლდათ.
“შესანიშნავი თამაში გამოვიდა, რომელშიც მონაწილეობა ორმა მაღალი დონის გუნდმა მიიღო. მიმაჩნია, რომ კარგად ვითამაშეთ. საკუთარი შესაძლებლობები მაღალ დონეზე კიდევ ერთხელ წარმოვაჩინეთ. თამაშს სრულად ვაკონტროლებდით, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. “რეალისგან” უფრო მეტს მოველოდი. მეტოქე მხოლოდ დაცვაზე ფიქრობდა. ერთადერთი, რაც დაგვაკლდა გოლია.” – ციტირებს რობენის სიტყვებს UEFA-ს ოფიციალური ვებგვერდი.
შეგახსენებთ, რომ “რეალსა” და “ბაიერნს” შორის მადრიდში გამართული დაპირისპირება მასპინძლებმა 1:0 მოიგეს.