ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი არიენ რობენი მიიჩნევს, რომ მის გუნდს მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება შეუძლია და 29 წლის შემტევი მიზნად სწორედ ამას ისახავს.
“ჩვენი საბოლოო მიზანი მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებაა. ვფიქრობ, ეს სავსებით რეალურია. ბრაზილიაში საკუთარი შესაძლებლობების შესამოწმებლად არ წავალთ. თავდაპირველად ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ, რის შემდეგაც, თამაშიდან თამაშამდე მოვუმატოთ, რათა ფინალში გავიდეთ. საბოლოოდ, თასი უნდა აღვმართოთ.” – ციტირებს რობენის სიტყვებს Goal-ი.