მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელის პეპ გვარდიოლას განცხადებით, გუნდის ერთ-ერთი ლიდერი არიენ რობენი უკვე გამოჯანმრთელდა და დღეს ბუნდესლიგის მეოთხე ტურის მატჩში "ჰამბურგის" წინააღმდეგ მონაწილეობას მიიღებს.
"რობენმა გუნდის ვარჯიში სრულყოფილად ჩაატარა და მომავალი მატჩისთვის თამაში შეეძლება. "ჰამბურგს" ახალი მწვრთნელი ჰყავს და ჯერ არ ვიცით მოწინააღმდეგე როგორ სათამაშო სტილს შემოგვთავაზებს. წინ რთული მატჩი გველოდება. - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.
შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელ ფეხბურთელს მიმდინარე კვირაში მუხლის ტრავმა ბოლომდე მოშუშებული არ ჰქონდა და ჩემპიონთა ლიგაზე "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ მხოლოდ 14 წუთი ითამაშა.
გიორგი ბალახაძე