“ბაიერნის” ჰოლანდიელი ვარსკვლავი არიენ რობენი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს “ლევერკუზენთან” მატჩში სათადარიგოთა სკამზე დარჩენის გამო, მან პეპ გვარდიოლას მისამართით უკმაყოფილება გამოთქვა.
“რა თქმა უნდა, ძირითად შემადგენლობაში ყოფნა მსურდა. ეს ყველა ფეხბურთელს უნდა. თუმცა, მატჩის წინ გამართული ბოლო ვარჯიშის დროს კუნთზე მცირე დისკომფორტი ვიგრძენი. ჩემი სათადარიგოთა სკამზე დატოვების მიზეზი სწორედ ეს იყო. გვარდიოლასთან არანაირი პრობლემა არ მაქვს.” – ციტირებს რობენის სიტყვებს Goal-ი.