ფეხბურთი

21:36 | 7.07.2013 | ნანახია 410 - ჯერ

რობენი: “გვარდიოლა განვითარებაში დამეხმარება”

მიუნხენის “ბაიერნის” ჰოლანდიელი შემტევი არიენ რობენი გუნდის ახალ მწვრთნელზე, ხოსეპ გვარდიოლაზე საუბრობს და აცხადებს, რომ კატალონიელი სპეციალისტი მას განვითარებაში დაეხმარება.

“ჩემი კარიერის განმავლობაში არაერთ შესანიშნავ სპეციალისტთან მიმუშავია. ასაკი მომემატა, მაგრამ სიახლეებისთვის ყოველთვის მზად ვარ. განვითარება მსურს და ვფიქრობ, რომ გვარდიოლა სწორედ ის ადამიანია, რომელიც ამაში დამეხმარება.” – ციტირებს რობენის სიტყვებს “ბაიერნის” ოფიციალური ვებგვერდი.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

00:25 | 11.06.2017
mota (28)

ბრავო უესლი...

20:02 | 10.06.2017
ogafa (10230)

ყოჩაღ

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.066173
410