ფეხბურთი

18:08 | 20.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

რობენი: “დროა, ფინალში გამიმართლოს”

მიუნხენის “ბაიერნის” გარემარბი არიენ რობენი “დორტმუნდთან” უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში გამარჯვებაზე ოცნებობს. ჰოლანდიელს იმედი აქვს, რომ გადამწყვეტ შეხვედრაში ამჯერად მაინც გაუმართლებს.

“ადრე თუ გვიან, დიდ ფინალში მეც უნდა გამიმართლოს. ამჯერად, კარგი წინათგრძნობა მაქვს. ყველას გვესმის, რომ ოქროს ჰეთ-თრიქის ბრწყინვალე შანსი გვაქვს. ამ ეტაპზე, ლიგის თასის აწევა გვმართებს. ბუნდესლიგის დასკვნით ტურში, ჩვენ მოვიგეთ, “დორტმუნდმა” კი, წააგო, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. ფინალი განსაკუთრებული მატჩია, რომელიც სხვა შეხვედრებს არც შეედრება”, - განუცხადა რობენმა გერმანელ ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, რომ 2010 და 2012 წლებში, რობენმა ჩემპიონთა ლიგის ფინალები დათმო, მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის ფინალში კი, მისი ჰოლანდია ესპანეთთან დამარცხდა.

 

0.12021