ფეხბურთი

11:46 | 29.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

რობენი და რიბერი “შტუტგარტთან” გამოირიცხნენ

მიუნხენის “ბაიერნის” ორი ლიდერი – ფრანკ რიბერი და არიენ რობენი “შტუტგარტთან” გერმანიის ბუნდესლიგის მე-17 ტურის გადატანილ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. ბუნდესლიგის ოფიციალური საიტის ცნობით, გარემარბებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ.

“გლადბახთან” თამაშის მიუხედავად, რობენს მუხლის ტრავმა ჯერ კიდევ აწუხებს. რაც შეეხება რიბერის, ფრანგს კუნთის პრობლემა აქვს და იძულებულია, იუქმოს.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის გამო, “ბაიერნი” “შტუტგარტს” დღეს დაუპირისპირდება.

 

0.147032