ფეხბურთი

15:02 | 7.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

რობენი “ბაიერნში” დარჩენას გეგმავს

მიუნხენის “ბაიერნის” გარემარბი არიენ რობენი უახლოეს პერიოდში კლუბს არ შეიცვლის. 29 წლის ჰოლანდიელს გერმანელებთან კონტრაქტი აკავშირებს და გარემოს გამოცვლაზე არ ფიქრობს.

“ფეხბურთი სპორტის უნიკალური სახეობაა. აქ მომავალს ვერ დაგეგმავ, რადგან ყველაფერი შესაძლოა მოხდეს. მიუხედავად ამისა, მინდა, მითქმა-მოთქმას თავი ავარიდო და განვაცხადო, რომ “ბაიერნში” ბედნიერი ვარ. ამ კლუბთან კონტრაქტი 2015 წლამდე მაკავშირებს და წასვლაზე არ ვფიქრობ. “ალიანს არენაზე” დარჩენა მინდა”, - განუცხადა რობენმა Bild-ს.

გავრცელებული ინფორმაციით, რობენი “ბაიერნის” ახალი თავკაცის – პეპ გვარდიოლას გეგმებში არ ჯდება. 

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11603