მიუნხენის “ბაიერნის” გარემარბი არიენ რობენი კლუბთან კონტრაქტს თვის ბოლოს გაახანგრძლივებს. ჰოლანდიური წყაროების ცნობით, მხარეები ახალი ხელშეკრულების პირობებზე უკვე შეთანხმებულნი არიან.
განახლებული კონტრაქტით, რობენი “ალიანს არენაზე” 2017 წლამდე ითამაშებს. ჰოლანდიელის მოქმედ ხელშეკრულებას ვადა 2015 წელს ეწურება.
გერმანიის ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში, რობენმა 14 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი მიითვალა.