ფეხბურთი

10:40 | 29.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

რობენი: "ახლა მსაჯები გადამეკიდებიან"

"ბაიერნის" ჰოლანდიელმა ვარსკვლავმა არიენ რობენმა განაცხადა, რომ ამ სეზონში მსაჯები მის მიმართ კეთილგანწყობილნი არ არიან. აი, რა უთხრა რობენმა გერმანულ სპორტ1-ს.

"მუნდიალზე შეცდომა დავუშვი, მექსიკასთან მერვედფინალის ბოლო წუთზე წაქცევა გავაფორმე და პენალტის უფლება მოვიპოვე. შევცდი და ეს ვაღიარე კიდეც. უნდა გეყოს ჭკუა და სარკეში ჩაიხედო. მე ეს გავაკეთე და ვაღიარე, რომ კარგად არ მოვიქეცი, მაგრამ ახლა მსაჯები მექსიკასთან მომენტის გამო გადამეკიდნენ. "კიოლნთან" უეჭველი პენალტი იყო ჩემი წაქცევისთვის, მაგრამ არ დანიშნეს. ეტყობა, უნდა შევეგუო, რომ მსაჯები კიდევ ბევრჯერ დახუჭავენ თვალს ჩემს მიმართ უხეშობაზე".

ილია კახელიშვილი

0.114379