ფეხბურთი

13:07 | 11.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

რობენი “არსენალთან” საეჭვოა

შესაძლოა, მიუნხენის “ბაიერნის” გარემარბმა არიენ რობენმა ლონდონის “არსენალთან” უეფას ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/8-ფინალურ მატჩში ვერ ითამაშოს. France Football-ის ცნობით, ამის ალბათობა საკმაოდ დიდია, რადგან ჰოლანდიელს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჯერ კიდევ აქვს.

მოგეხსენებათ, რობენს კოჭი აწუხებს. სადღეისოდ, მიუნხენელთა შემტევი ინდივიდუალური პროგრამით ემზადება. ჯერჯერობით, უცნობია, როდის დაუბრუნდება ჰოლანდიელი მოედანს. 
შეგახსენებთ, რომ ტრავმის გამო, რობენმა ვერც დიუსელდორფის “ფორტუნასთან” ბუნდესლიგის უკანასკნელი ტურის მატჩში (3:2) ითამაშა.
0.1173