“მონაკოს” 24 წლის თავდამსხმელი ემანუელ რივიერი გამოტყდა, რომ მისი ოცნება ინგლისის პრემიერლიგაში, კონკრეტულად კი “არსენალში” თამაშია.
“ინგლისში თამაშზე ბავშვობიდან ვოცნებობ. კონკრეტულად ლონდონის “არსენალი” მიზიდავს. მთავარია გჯეროდეს და ნებისმიერი ოცნება ახდება.
თუმცა, “მონაკოში” თავს შესანიშნავად ვგრძნობ. კლუბთან კონტრაქტი კიდევ 3 წლით მაკავშირებს. ზაფხულში, სავარაუდოდ, ჩვენი გუნდი რამდენიმე ძლიერ ფეხბურთელს დაიმატებს და ვნახოთ, რა მოხდება მომავალში.” – ციტირებს რივიერის სიტყვებს L’Equipe.
ემანუელ რივიერი “მონაკოში” პირველ სეზონს ატარებს. საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში მან 28 თამაში ჩაატარა (18 სასტარტო შემადგენლობაში), 10 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
გავრცელებული ინფორმაციით, 24 წლის ფრანგი თავდამსხმელის შეძენის სურვილს “ევერტონი”, “სტოკ სიტი” და “კრისტალ პალასი” გამოთქვამენ.