კალათბურთი

23:08 | 27.08.2014 | ნანახია NaN - ჯერ

რივერსი – 2019 წლამდე “კლიპერსში”

“ლოს ანჟელეს კლიპერსის” მთავარმა მწვრთნელმა დოკ რივერსმა გუნდთან ახალი 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და კალიფორნიაში 2019 წლამდე დარჩება.

შეგახსენებთ, რომ რივერსმა “კლიპერსი” 2013 წლის ივნისში ჩაიბარა და გასულ სეზონში პლეი-ოფის მე-2 რაუნდში გააღწია, სადაც “ოკლაჰომა სიტისთან” 2:4 წააგო. რეგულარულ ჩემპიონატში ლოს ანჟელესელებმა 57 მოგება და 25 მარცხი მოაგროვეს.

ადრე რივერსი აცხადებდა, რომ კლუბს დატოვებდა, თუკი სკანდალურად ცნობილი დონალდ სტერლინგი “კლიპერსს” არ გაყიდიდა. ცნობისთვის, კალიფორნიული გუნდის ახალი მფლობელი სტივ ბალმერი გახდა, რომელმაც 2 მილიარდი დოლარი გადაიხადა.

0.067808