ჩოგბურთი

20:43 | 27.05.2013 | ნანახია NaN - ჯერ

რიშარ გასკეს დამაჯერებელი სტარტი როლან გაროზე

მსოფლიო რეიტინგის მეათე ჩოგანმა რიშარ გასკემ, დამაჯერებელი სტარტი აიღო საფრანგეთის ღია პირველობაზე. ტურნირის პირველ რაუნდში, კორტების მასპინძელმა ყველანაირი პრობლემების გარეშე დაამარცხა 27 წლის სერგეი სტახოვსკი - 6:1, 6:4, 6:3 და მომდევნო ეტაპის საგზურიც მოიპოვა.

მატჩი 1 საათსა და 31 წუთს გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში, რიშარმა 6 ბრეიკპოინტი გამოიყენა წარმატებით, 3 ეისი ჩააწოდა, 26 ვინერსი შეასრულა და 13 უნებლიე შეცდომა დაუშვა, მისმა მეტოქემ კი, მხოლოდ 1 ბრეიკი შეასრულა, 1 ორმაგი შეცდომა დაუშვა და 1 ეისი ჩააწოდა.

დღევანდელი შეხვედრა, ამ ჩოგბურთელთა ურთიერთდაპირისპირებათა ისტორიაში რიგით მეოთხე გამოდგა და გასკე წინ გახლავთ - 3:1.

როლან გაროს მეორე წრის შეხვედრას, 26 წლის ფრანგი ზეგ გამრთავს და მისი მეტოქე პოლონელ მიხაილ პრჟიშიესნის და ამერიკელ რაიან უილიამსს შორის გამარჯვებული იქნება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.064915