მსოფლიო რეიტინგის მეცხრე ჩოგანმა, ფრანგმა რიშარ გასკემ, იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე მასტერსის მეორე რაუნდში იოლად სძლია 21 წლის ბულგარელ გრეგ დიმიტროვს (6:4, 6:4) და შემდეგი ეტაპის საგზურიც მოიპოვა.
მატჩი ფრანგმა შესანიშნავად დაიწყო და ადრეული ბრეიკით 2:0 დაწინაურდა. ეს უპირატესობა რიშარმა სეტის ბოლომდე წარმატებით შეინარჩუნა, ერთხელაც კი არ მისცა რა მეტოქეს ბრეიკ პოინტამდე მისვლის საშუალება (6:4).
მეორე პარტიის სტარტზე, ამჯერად გრეგი გააქტიურდა და აქტიური ქმედებების ხარჯზე, ჯერ საკუთარი გეიმი მოიგო, შემდეგ მეტოქის ჩაწოდებაც - 2:0. თუმცა, ეს მისთვის ბოლო წარმატება გამოდგა. გასკე დროულად გამოფხიზლდა და სულ რაღაც ნახევარ საათში ორჯერ დააბრეიკა დიმიტროვი - 6:4, 6:4.