მსოფლიო რეიტინგის მეხრე ჩოგანმა, ფრანგმა რიშარ გასკემ, მოულოდნელად ნაადრევად დაასრულა ასპარეზობა მადრიდის საჩოგბურთო ტურნირზე. მეორე წრეში მან მარცხი იწვნია 27 წლის ესპანელ დანიელ ხიმენო ტრავერისაგან - 5:7, 6:3, 4:6.
მატჩი 2 საათსა და 19 წუთს გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში, გასკემ ოთხჯერ შეძლო მეტოქის ჩაწოდების აღება, საკუთარი კი ხუთჯერ დათმო. რიშარის ანგარიშზე 1 ეისი და ერთბაშად 5 ორმაგი შეცდომა გახლდათ, ხოლო ხიმენო ტრავერმა 5 ეისით გამოიჩინა თავი.
ამ ჩოგბურთელთა ურთიერთდაპირისპირებათა ისტორიაში, ანგარიში 2:1 გახდა ესპანელის სასარგებლოდ. მისი შემდგომი მეტოქე ჯონ ისნერსა და პაბლო ანდუხარს შორის გამარჯვებული იქნება.