ფეხბურთი

17:07 | 18.05.2014 | ნანახია 2432 - ჯერ

რიქსენმა გაცილების მატჩში შოთა არველაძეც მიიწვია

 

ჰოლანდიელი ნახევარმცველი ფერნანდო რიქსენი 25 მაისს ფეხბურთიდან გაცილების მატჩს გამართავს და მან შოთა არველაძეც მიიწვია სათამაშოდ. შოთა და რიქსენი 4 წლის განმავლობაში ერთად თამაშობდნენ “გლაზგო რეინჯერსში”.

რიქსენი შემდეგ იყო “ზენიტში”, სადაც უეფას თასი და სუპერთასი მოიგო. “ზენიტიდან” ჰოლანდიურ სიტარდის “ფორტუნაში” გადავიდა. მას 12 მატჩი ჩაუტარებია ჰოლანდიის ნაკრებში. ამჟამად 36 წლის გახლავთ.

ფერნანდო რიქსენი ცნობილი იყო უხასიათობით: მას “რეინჯერსში” ანდრეი კანჩელსკისთან მუვიდა ჩხუბი, “ზენიტში” კი – ვლადისლავ რადიმოვთან. რიქსენმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ დიდი ხნის განმავლობაში ეძალებოდა ალკოჰოლს და 6 კვირა სარეაბილიტაციო ცენტრშიც მკურნალობდა.

შოთას გარდა, მიწვეულები არიან ჯოვანი ვან ბრონკჰორსტი, მარკ ვან ბომელი, რონალდ დე ბური, როი მაკაი, დენი ლანძაატი, კიკი მუსამპა, ანატოლი ტიმოშჩუკი, მიქაელ რაიციგერი და სხვები...    


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:03 | 18.05.2014
alcantara___ (13618)

არ მესროლოთ მეთქი და მაინც მესროლეს -_- (

19:31 | 18.05.2014
Madrileño (26972)

ხო ხო მიდით აგინეთ და ლანძღეთ ქართველი ფეხბურთელები, მაგრები ხართ მაგაში ... ))))

18:11 | 18.05.2014
alcantara___ (13618)

Grigor Dimitrov(FeDeReR
goven




არ მესროლოთ თქვენიანი ვარ

17:30 | 18.05.2014
GOVEN (4940)

ნიუმანი მაგარი იყო რას დარბოდა

17:25 | 18.05.2014
alcantara___ (13618)

ვუყურებ ყოველდღე სიახლეებს რაც იდება და როგორ აფასებენ ქართველებს მთელს მსოფლიოში ვგიჟდები თქვენ ესეთი მარტივი გგონიათ ამხელა პატივივისცემის დამსახურება??? კობიაშვილი,კალაძე,ქინქლაძეს რა დახვედრა მოუწყვეს,აგერ არველაძე მართლაც საამაყოა მაგრამ სამწუხარო ისაა რომ მომავალ თაობებში არ ჩანს ის პროფესიონალიზმი რაც ამათში იდო დიდი იმედი მაქვს რო ვცდები აგერ ოქრიაშვილზე დაიწერა შეიძლება მილანში გადავიდესო,ემპოლი მჭედლიძესთან ერთად ბრუნდება სერია ა ში მოკლედ იქნებ სასწაული მოხდეს და მართლაც მიაღწიონ "ძველების" დონეს და ნაკრები შეკრან ისე რო ნატვრა აგვიხდეს და მოვხვდეთ კონტინეტის თუ მსოფლიოს პირველობის ჯგუფში

19:30 | 18.05.2014
komentatori (2299)

ან მაგ ძველმა თაობამ რა გააკეთა ნაკრებში ან ესენი რას აკეთებენ.

კობიაშვილი კი არის დასაფასებელი ფეხბურთელი მაგრამ მაგის ისეთი თამაშები მახსოვს ნაკრებში მთელი სტადიონი აგინებდა. არველძეზე არაფერს ვამბობ სულ თავს უბრთხილდებოდა.

მაგრად მიკვირს მაგ ნაკრებზე რო ნოსტალგიით საუბრობს ხალხი. ან ასაკით პატარები ხართ ან ცუდი მახსოვრობა გქონიათ, რაც მაგ ნაკრებმა ნერვები დაგვაწყვიტა.

რა უფრო უარესია ნიჭი რო გაქ და არ თამაშობ თუ უნიჭო რო ხარ (როგორც ესენი) და ვერ თამაშობ

17:41 | 18.05.2014
Grigor Dimitrov(FeDeReR) (648)

რა მჭედლიძე რის მჭედლიძე ტო,34 წლის მასიმო მაკარონეს და 35 წლის ფრანკო ტავანოს ვერ უწევს კონკურენციას რაზეა საერთოდ საუბარი,ან რა ოქრიაშვილის მილანი მოიცარა ეგეთი ზღაპრების რატო გჯერა,ტიპები ხამები არიან ოღონდ რომელიმე ახალი მოდელი იყიდონ Bეეენვეიიისიი,ორ კაცს ვაფასებ ნაკრებში კაშიას და კანკავას აი მაგ ორმა იციან შრომა და მაგიტომაც აქვთ ორივეს შედეგი!

19:26 | 18.05.2014
Madrileño (26972)

მჭედლიძე ხო მარა ოქრიაშვილისგან რა გინდა? მაგის ბრალია მილანზე რო დაიწერა ჭორი? საკმაოდ მაღალი კლასის ფეხბურთელია ოქრი, ევროპის საშუალო დონის კლუბში ითამაშებდა თავისუფლად ჩემი აზრით, უკეთესის პერსპექტივით )))

0?'>https://www.youtube.com/watch?v=Rn1gb3CaP54':'>https://www.youtube.com/watch?v=Rn1gb3CaP54')) ეს მაინც არ გაქვს ნანახი?

17:32 | 18.05.2014
GOVEN (4940)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!

0.124508