მომავალი პრემიერლიგის სტარტამდე, 9 აგვისტოს “მანჩესტერ იუნაიტედი” საკუთარ “ოლდ ტრაფორდზე” საქველმოქმედო მატჩს ჩაატარებს პრიმერა დივიზიონის წარმომადგენელ “სევილიასთან”. შეხვედრა რიო ფერდინანდის პატივსაცემად გაიმართება. გთავაზობთ ინტერვიუს “იუნაიტედის” უკანახაზელთან და შეხსენებისთვის მხოლოდ იმასღა მოგახსენებთ, რომ ლონდონის “ვესტ ჰემის” აღზრდილმა რიო ფერდინანდმა ექვსჯერ ინგლისის პირველობა და ერთხელაც ჩემპიონთა ლიგის თასი დაისაკუთრა.
- სერ ალექს ფერგიუსონის ნაცვლად “მანჩესტერ იუნაიტედს” დევიდ მოიესი გაწვრთნის. თქვენი აზრით, როგორ გაუძღვება მინდობილ საქმეს “ევერტონის” ყოფილი დამრიგებელი?
- ჩემი აზრით, მოიესს რეალური შანსი აქვს “ოლდ ტრაფორდზეც” წარმატებული მწვრთნელი გახდეს, 26 წლიანი ფერგისეული ეპოქა ღირსეულად განაგრძოს და გუნდს ახალ-ახალი გამარჯვებები მოაპოვებინოს. მოიესის დამრიგებლად დანიშვნა იმის მაუწყებელია, რომ კლუბს მრავალწლიანი სამომავლო სტრატეგია დაგეგმილი აქვს. მწამს, მისტერ დევიდი მანჩესტერში დიდხანს იმუშავებს და ფეგიუსონის მიღწევების გაუმჯობესებასაც კი შეეცდება. ჩვენ ახალ დამრიგებლს ფეხბურთისადმი თავისი მიდგომა აქვს, ამავდროულად, ფერგიუსონისას ჩამოჰგავს. დევიდ მოიესიც მამაცი და მიზანმიმართული ადამიანია. იგი კარგად გრძნობს შექმნილ სიტუაციას და ამგვარადვე აკონტროლებს. დარწმუნებული ვარ, მოიესი კლუბისა და გუნდის მექანიზმს კარგად შეეწყობა. გავიხსენოთ, მისი მოღვაწეობის პერიოდი “ევერტონში”. მიუხედავად იმისა, ლივერპულელებს ფინანსურად რომ არ ულხინდათ, ათწლეულის განმავლობაში ევერტონელები სოლიდურ თამაშს უჩვენებდნენ მაყურებელს და შედეგიც ურიგო არ ჰქონიათ.
- როდესაც სერ ალექსი “ოლდ ტრაფორდზე” მოვიდა სამუშაოდ, რამდენიმე სეზონის დასჭირდა ძლევემოსილი “იუნაიტედის” ჩამოსაყალიბებლად. ხომ არ გაუჭირდება მოიესსაც ახალ გარემოსა და გუნდთან ადაპტირება?
- გაიხსენეთ “ოლდ ტრაფორდზე” ფერგიუსონის მიერ ჩატარებული უკანასკნელი სადამრიგებლო მატჩი – სერ ალექსმა ჩვენ ერთგულ გულშემატკივრებს მოუწოდა ყოველმხრივ გვერდით ამოუდგნენ მოიესს. შოტლანდიელმა მოკლედ გაიხსენა ის პერიოდი, როდესაც “მანჩესტერის” მთავარ მწვრთნელად დანიშნეს და იმ სიძნელეების თაობაზეც თქვა ორიოდე სიტყვით, რომლებიც “იუნაიტედში” დახვდა, შემდეგ კი 2 ათეული წლის განმავლობაში მოპოვებული ტრიუმფული გამარჯვებები გაიხსენა. ფერგიუსონმა ფეხბურთელებსაც გვთხოვა ისეთივე დამოკიდებულება გვქონდეს მოიესთან, როგორი პატივისცემითაც სერ ალექსს ვეპყრობოდით. გითხრათ სიმართლე, თავდაპირველად ცვლილებებს არ ველოდები, თუმცა გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ყველანი დავინახავთ, რომ “იუნაიტედი” სახეს იცვლის. “მანჩესტერს” უდიდესი და უმდიდრესი ისტორია აქვს და მოიესის მენეჯერობითაც ბევრს მივაღწევთ. მთავარია, ახალ დამრიგებელს ყველა ჩანაფიქრის რეალიზებაში შევუწყოთ ხელი.
- მაინც როგორ გგონიათ, რა სიახლეების დანერგვას შეეცდება მოიესი?
- ჯერჯერობით ნამდვილად ვერ მოგახსენებთ, რა ნოვაციების დანერგვას შეეცდება მოიესი. რამდენჯერმე მასთან გასაუბრება უკვე მოვასწარი და მივხვდი, რომ მოიესს ფეხბურთი ფანატიკურად უყვარს. შევამჩნიე, რომ მისტერ დევიდს ფეხბურთელებთან კონტაქტი მოსწონს და ჩვენ აზრს გააანალიზებს.
- 34 წლის ხართ და საფეხბურთო კარიერის დასრულებაზეც უნდა იფიქროთ. წინა სეზონის დასრულების შემდეგ რუსეთის, ყატარის და ჩინეთის კლუბებმა სარფიანი კონტრაქტის გაფორმება შემოგთავაზეს, მაგრამ თქვენ მაინც “მანჩესტერ იუნაიტედში” დარჩენა ამჯობინეთ...
- დიახ, ასეა. “იუნაიტედთან” კიდევ ერთი წლით გავახანგრძლივე ხელშეკრულება. 11 სეზონია “ოლდ ტრაფორდზე” ვთამაშობ და ყოველთვის ამ კლუბის ერთგული ვიქნები.
- 9 აგვისტოს მატჩზეც ვთქვათ ორიოდე სიტყვით...
- ანდალუსიელებთან შეხვედრას 2 მიზანი აქვს. ჯერ ერთი, ამგვარი ჟესტით დიდი მადლობა მსურს გადავუხადო, მეორე ამოცანა კი ისაა, რომ სტადიონზე გულშემატკივარი მრავლად მოვიზიდოთ და ბილეთების გაყიდვით შემოსული თანხა ჩემ მიერ დაარსებულ საქველმოქმედო ფონდს გადაეცემა. აკუმულირებული ფულით კი ხელმოკლე ახალგაზრდა მანჩესტერელ ადამიანებს გავუმართავთ ხელს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მოიესი ძალიან მაგარია და ძლიერ გუნდებთან ყოველთვის მაგრად თამაშობს, ეს მისი ევერტონიდანაც ჩანს... წინა ჩემპიონატში მანჩესტერს ჩემპიონობა დააკარგვინა, ერთი შეხვედრა წააგო იუნაიტედთან(ერთი მოუგო) და ორი ჩელსისთან, დალშე არცერთ ლიდერთან არწაუგია(სიტი, ტოტენჰემი, არსენალი, ლივერპული)...
Ronaldo Luis Nazaro Delima
ფეხბურთს გეტყობა ეხლახანს დაუწყე ყურება
მოიესი მაგარ შედეგებს დადებს. პირველ სეზონში შეიძლებ ვერ გამოუვიდეს რადგან ადაპტაციის გავლა მოუწევს გრანდი უნდა გაწრთვნას ბოლო-ბოლო მანიუ ევერტონი არაა და მერე მაგარს გაატრაკებს.
როგორ არ იყო ფორმაში პრემიერლიგის გარდა? ბოლო 5 წელში ჩემპიონთა ლიგაზე 3 ფინალი ითამაშა, ფინალში გასვლას არ უნდა ფორმა?
მოიესმა შეიძLება ეს წელი ჩააგდოს, მაგრამ უნდა აცადონ! ძალიან მაგარი ტრენერია!
ო რა დაერხა მანჩესტერს მისი ჩავარდნა მომავლიდან დაიწყება ისე როდის იყო ფორმაში პრემიერ ლიგის მეტი სადმე რამეს ვერ აკეთებდა
და ორჯერ ბარსასთან ნათამაშები ლიგის ფინალი ფორმაში სრ ყოფნას ნიშნავს? ან მანამდე ჩელსისთან მოგებული ლიგის ფინალი?
ბარსასთან პირველი არა მაგრამ მეორე ფინალი ფორმაში არყოფნას ნიშნავს კი არა ვაბშე რა სასტავი იყო, კლასის ხარჯზე გავიდნენ თორე მასეთი სუსტი მანჩესტერი თითქმის არმახსოვს...
არ დაეტყობა ფერგისონის ცასვლა მან უნ ლიგას აიხებს ცელს ჩაკირმა შეგვიშალა მაგის დედაც მე