რიკი ჰიკმანი დღეს, საფრანგეთის წინააღმდეგ ითამაშებს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებულმა წევრმა ტრავმა ბოსნიასთან, 14 აგვისტოს მატჩში მიიღო და იმ შეხვედრის მეორე ტაიმი ხომ გამოტოვა, გუშინ არც სერბეთთან უთამაშია.
„რიკი ჰიკმანი დღეს, საფრანგეთთან მატჩის განაცხადში იქნება, თუმცა რამდენ ხანს გაატარებს მოედანზე, ეს თავად მის მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული. თუკი ფეხმა არ შეაწუხა, მეტს ითამაშებს“ - გვითხრა იგორ კოკოშკოვის ასისტენტმა, კოტე ტუღუშმა, ანტიბში რომ შევეხმიანეთ.
სერბეთთან გუშინდელ მატჩში 32 წუთი ითამაშა მანუჩარ მარკოიშვილმა, რომელმაც ფეხის ტრავმის გამო ბოსნიასთან ერთი მატჩი გამოტოვა. „მანუჩარს ფეხი ბოლოდე მწყობრში არ აქვს. გუშინდელ თამაშში მას ტრავმა აწუხებდა, თუმცა ბოლომდე მოედანზე დარჩა და გამარჯვების მოპოვებაში დიდი წვლილი შეიტანა. მისი ტრავმა საშიში არაა, თორემ, რა თქმა უნდა, არ ვათამაშებდით“ - დასძინა ტუღუშმა.
შეგახსენებთ, რომ ანტიბის ტურნირზე ბოლო მატჩს საქართველო დღეს, თბილისის დროით 22:30 საათზე მასპინძელ საფრანგეთის წინააღმდეგ გამართავს. მატჩის ონლაინ-რეპორტაჟი გადმოიცემა შემდეგ ბმულზე: http://www.sportlemon.tv/20130817/vv520ee410829931.59254563-621889.html
www.gbf.ge