ფეხბურთი

12:46 | 7.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

რიკი ალვარესს თვე გაუცდება

მილანის “ინტერის” ნახევარმცველი რიკარდო ალვარესი ტრავმირებულია. იტალიური მედიასაშუალებების ინფორმაციით, 25 წლის არგენტინელი ვარჯიშისას დაშავდა და უახლოესი თვის ლაზარეთში გატარება მოუწევს.

თავდაპირველად, ექიმები ალვარესს რამდენიმედღიან უქმობას უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ ტრავმა მოსალოდნელზე მძიმე აღმოჩნდა. სამხრეთამერიკელი ვარჯიშს 3 კვირაში დაიწყებს და 4-5 კვირაში მოედანზეც გავა.

ცნობისათვის, მიმდინარე სეზონში ალვარესმა თავი 4 გოლითა და 6 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

 

0.120778