ვეტერანმა არგენტინელმა შემტევმა ხუან რომან რიკელმემ მისი ყოფილი კლუბის, ,,ბარსელონას’’ შესახებ ისაუბრა. სატელევიზიო პროგრამა ,,დესპერატესთვის’’ მიცეუმულ ინტერვიუში, 35 წლის ფეხბურთელმა შემდეგი განცხადება გააკეთა:
,,კატალონიელები გასულ სეზონში, რამდენიმე თვის განმავლობაში, მთავარი მწვრთნელის გარეშე ასპარეზობდნენ, თუმცა პრიმერას დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე ჩემპიონობის განაღდება არ გასჭირვებიათ. მწვრთნელის ფაქტორმა მიზნის მიღწევაში ხელი ვერ შეუშალა.’’
,,ვფიქრობ, “ბარსაში” მაშინ დაიწყება დიდი ცვლილებების ხანა, როცა იქ აღარ იქნება მესი, ინიესტა, ხავი, პიკე, პუიოლი და ბუსკეტსი, მაგრამ ვიდრე ეს კონტინგენტი გუნდშია, მათ წარმატების მიღწევა მწვრთნელის გარეშეც შეუძლიათ.’’
შეგახსენებთ რიკელმემ 2002-2003 წლებში კატალონიური გრანდის რიგებში 40- შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა 4 გოლი, თუმცა შემდგომ ,,ვილიარეალში” გაანათხოვრეს.
რიკელმემ ასევე ისაუბრა ,,ბოკა ხუნიორისის’’ შესახებ, სადაც ამჟამად გამოდის.
,,კონტრაქტს ვადა 2014 წლის 30 ივნისს გასდის, ვნახოთ როგორ წარიმართება მოლაპარაკებები, მე ძალიან დიდი სურვილი მაქვს კლუბში დარჩენის, მაგრამ არ ვიცი რას აპირებს კლუბის ხემძღვანელობა. ვნახოთ, იმ დროისთთვის თუ იქნება ორმხრივი თანამშრომლობის სურვილი’’_ დაასრულა არგენტინელმა.
დიმიტრი შარიქაძე