ფეხბურთი

16:31 | 20.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

რიკარდო პერეირამ "პორტუსთან" გაახანგრძლივა

პორტუგალიის 21-წლამდელთა ნაკრების თავდამსხმელმა რიკარდო პერეირამ "პორტუსთან" კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია "დრაკონების" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ახალგაზრდა ფეხბურთელი პორტუელებმა 2013/14 წლების სეზონის სტარტამდე "გიმარაეშიდან" დაიმატეს. პორტუგალიის ჩემპიონატის გასულ სეზონში რიკარდომ 14 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

გიორგი ბალახაძე 

0.115468