კალათბურთი

21:45 | 7.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

რიკ ადელმანმა კარიერაში მე-1000-ე გამარჯვება იზეიმა

 

შაბათ საღამოს, "მინესოტამ" საკუთარ არენაზე "დეტროიტი" 107:101 დაამარცხა და ეს გამარჯვება "თიმბერვულვზის" მთავარი დამრიგებლის რიკ ადელმანის სამწვრთნელო კარიერაში  საიუბილეო, რიგით  მე-1000-ე გამოდგა - იტყობინეThe Associeted Press. 66 წლის სპეციალისტი ნბა-ს ისტორიაში გახდა მერვე მწვრთნელი, რომელმაც გამარჯვებათა ამ ნიშნულს უწია.

ადელმანის კარიერა შორეულ 1989 დაიწყო. სანამ 2011 წელს იგი "მინესოტას" ჩაიბარებდა, მანამდე მუშაობდა "პორტლენდში", "გოლდენ სტეიტში", "საკრამენტოსა" და "ჰიუსტონში".

http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=X-jENuhI394

0.136276