ფეხბურთი

1:08 | 2.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

რიბერის მუნდიალზე თამაში საეჭვოა

საფრანგეთის ნაკრების ლიდერმა, ფრანკ რიბერიმ, შესაძლოა, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატი გამოტოვოს. ამის მიზეზი ზურგის ტრავმაა.

ცნობილია, რომ რიბერის ზურგის ტკივილები დიდი ხანია აწუხებს და ექიმებმა ამ პრობლემის მოგვარება ვერ მოახერხეს.

“მსოფლიოს ჩემპიონატი? ამ ეტაპზე არაფრის თქმა არ შემიძლია. სიტუაცია ძალიან რთულადაა.” – აცხადებს ფრანკ რიბერი.

“ზურგის ტკივილი შეიძლება ნიშნავდეს როგორც ყველაფერს, ასევე არაფერს. ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ფრანკს საუკეთესო პირობები შევუქმნათ.” – ეს საფრანგეთის ნაკრების დამრიგებლის, დიდიე დეშამის სიტყვებია.

დეშამმა საბოლოო განაცხადი 3 ივნისამდე უნდა დაასახელოს. ეს ნიშნავს, რომ მალე გაირკვევა, გაემგზავრება თუ არა რიბერი ბრაზილიაში.

0.121604