მძიმე ტრავმის მოშუშების შემდეგ, მიუნხენის "ბაიერნის" ერთ-ერთი ლიდერი ფრანკ რიბერი ბუნდესლიგას გატანილი გოლით დაუბრუნდა.
"ალიანს არენაზე" გამართულ შეხვედრაში ფრანგი შემტევი "შტუტგარტის" წინააღმდეგ 68-ე წუთზე გიოტცეს ნაცვლად შევიდა და 85-ზე ლევანდოვსკის გადაცემით საბოლოო ანგარიში - 2:0 - დააფიქსირა.
შეგახსენებთ, რომ ფრანკ რიბერიმ ბუნდესლიგაში ბოლოს, 2013/14 წლების სეზონში ითამაშა - 26 აპრილს, "ვერდერის" წინააღმდეგ მოგებულ მატჩში (5:2) ერთი გოლის ავტორიც გახდა.
მას შემდეგ, რიბერის ზურგის მძიმე ტრავმა აწუხებდა. საბოლოოდ, ფრანგს ბრაზილიაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის გამოტოვებაც მოუხდა. მუნდიალის დასრულების შემდეგ კი, სანაკრებო კარიერაც დაასრულა.
გიორგი ბალახაძე
Please log in to post a comment Log in Or Register